суббота, 19 марта 2016 г.

მერვე მოდული

მასწავლებლებლი აკეთებენ საქაღალდეების პრეზენტაციას,ვუზიარებთ ერთმანეთს რა სამუშაო გავწიეთ ამა თუ იმ აქტივობის დაგეგმვასა და შესრულებაზე,ვაძლევთ უკუკავსირს.



დრაივ -დისკზე ვისწავლე ლინკის დადება ისე,რომ შემდგომ შევძლო გადავიდე ბმულზე!!!!!
.სასწავლო პროექტი მიმაჩნდა რთული შესასრულებელი,იმიტომ რომ არ ვიცოდი თუ როგორ  უნდა ამეკინძა ყველა დოკუმენტი,მასალა.ვფიქრობდი,რომ ამას ვერ შევძლებდი ან თუ გავაკეთებდი აუცილებლად დაუსრულებელი იქნებოდა..... ,თუმცა მე ეს შევძელი და ვფიქრობ მრავალჯერ გამოვიყენებ ჩემს სამუშაო პრაქტიკაში. ძალიან დროული იყო ეს ტრენინგი,რათა განვიხილეთ ისეთი თემეი,რომელიც აუცილებლად დამეხმარება ჩემი საქმიანობის ეფექტურ დაგეგმვაში,აგრეთვე შევძლებ დავეხმარო ჩემს კოლეგებს.ყოველი სატრენინგო დღის შემდეგ,სკოლაში მისული ვუზიარებდი  სიახლეებს,მე ეს ძალიან მსიამოვნებს.ბედნიერი ვარ იმით თუ ჩემი დახმარება არის შედეგიანი!ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს გადავუხდი უღრმეს მადლობას  დახმარებისთვის,გულისხმიერებისთვის!

პორტფოლიო

პორტფოლიო

https://drive.google.com/folderview?id=0B_dM2ETmEyhKcUgyRjlkcVh2VWc&usp=sharing

მეექვსე მოდული

მეექვსე მოდული ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.გარკვეულ ცოდნას ვფლობდი ბლოგის წარმოების შესახებ,მაგრამ ამ მოდულის გავლის შემდეგ დავხვეწე ყოველივე.აღმოვაჩინე ძალიან საინტერესო ინტერნეტსაიტი,tpdc.ge/essential/rubrics,რომლის მეშვეობითაც შევძელი როგორც ჩემი საქმიანობის შეფასება,ასევე ჩემი მოსწავლეების.

воскресенье, 6 марта 2016 г.

მესამე მოდული

დღეს ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ უნდა დავგეგმოთდა შევქმნათ ეფექტური პრეზენტაცია.განვიხილთ ნიმუშები,ვისაუბრეთ პოსტერების მომეწონა სლაიდების დამზადების მაკეტი.ვიცოდი power point-ში მუშაობა,თუმცაღა აღმოვაჩინე კიდევ უამრავი წვრილმანი,რომელსაც შეუძლია განსაკუთრებული პროდუქტის შექმნა.

суббота, 27 февраля 2016 г.

მეორე მოდული

შევჯერდით იდეებზე,21-ე საუკუნის უნარებზე კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება,მიმოვიხილეთ საიტი ncp.ge,დღეს ვისწავლე როგორ უნდა ჩამოვაყალიბო პროექტის მიზანი,რა შედეგზე უნდა გავიდე მოსწავლეებთან,რა უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა.
შევარჩიეთ სტანდარტები და მიზნები ჩვენი პროექტისთვის,
აგრეთვე განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების ლექსიკონი,გავწერეთ კითხვები,ვივარჯიშეთ პროექტის  კითხვების ნიმუშებზე,გადავედით შეფასების დაგეგმაზე.

воскресенье, 21 февраля 2016 г.

პირველი მოდულის რეფლექსია



               ვულოცავ ყველას ტრენინგის დაწყებას!
გუშინ ძალიან საინტერესო დღე იყო.უპირველეს ყოვლისა ტრენინგზე შევხვდი ჩემს კოლეგებს სხვადასხვა სკოლებიდან!
ამ მოდულმა გარკვეულ წილად  დამაფიქრა ჩემს როლზე ღონისძიებების დაგეგმვის დროს.
ვისწავლე თუ როგორ უნდა დაიწყო პროექტი,რა არის აუცილებელი წინაპირობა პროექტის დასაწყისად,აგრეთვე პირველი მოდელის გავლისას შევძელი ბლოგის შექმნა,ბუკლეტების შექმნა,მართალია რთულია,თუმცღა შეუძლებელი არაა!!!